ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმისთვის ემზადებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო, რომელიც 10 ივლისს გაიმართება. რეფერენდუმზე ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ „აბხაზია-ინფორმი“ იუწყება.
ცნობისთვის, 14 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში საინიციატივო ჯგუფი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხივნით რეფერენდუმის ჩატარების ინციციატივით გამოვიდა. მათ 19 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რაც ამ საკითხის ინიცირებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას „სახიფათოს და მავნეს“ უწოდებს. ე.წ. ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის“ რიგგარეშე არჩევნების აფხაზეთის „კონსტიტუციას“ ეწინააღმდეგება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას.