პრეზიდენტი: ეუთოს ანგარიშში გამოთქმული შენიშვნების გაზიარება და გათვალისწინება აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეუთოს დღევანდელ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც შეფასებულია საქართველოში წინასაარჩევნო გარემო.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეუთოს ანგარიშში გამოთქმული შენიშვნების გაზიარება და გათვალისწინება აუცილებელია.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ არჩევნები დემოკრატიის ტესტია, რომელიც ჩასაბარებელი აქვს სახელმწიფოს. შესაბამისად, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ამ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს“,-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ანგარიშში შეფასებულია საქართველოში წინასაარჩევნო გარემო. მისასალმებელია, ეუთოს რეკომენდაცია საქართველოში გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მოსავლენად. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია გარკვეულ რისკებზე, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს, როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე მთლიანად არჩევნებს. კერძოდ, საუბარია, ძალადობრივი ფონის არსებობაზე, მედია გარემოზე, გამახვილებულია ყურადღება ფარული ვიდეოების გამოქვეყნებაზე.
ეუთოს დასკვნაში, ასევე, საუბარია საარჩევნო კანომდებლობაზე – ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური მოთამაშეების თანხმობისათვის საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად მცდელობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო.
ამ პორცესში ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთო, გარდა, „ქართული ოცნებისა“, რაც სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება იყო.
ამ კონკრეტულ საკითხზე და ცვლილებების აუცილებლობაზე პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა, მათ შორის საპარლამენტო გამოსვლებში“,-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები