პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პარლამენტმა ბევრად უფრო დახვეწილი კანონპროექტი მიიღო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბევრად უფრო დახვეწილი კანონპროექტი შემუშავდა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტთან თანამშრომლობის, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პარლამენტმა ბევრად უფრო დახვეწილი კანონპროექტი მიიღო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
„დღეს პარლამენტმა გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ კანონპროექტში სრულად იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტთან თანამშრომლობის, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მივიღეთ ბევრად უფრო დახვეწილი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც ბუნებრივია.
შეგახსენებთ,, რომ პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინა. დეპუტატებმა შენიშვნებს კენჭი დღის ბოლოს უყარეს. საბოლოოდ, მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 84 მომხრე ხმით დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები