პრეზიდენტი საკადრო ცვლილებებს მიესალმება

პრეზიდენტი განათლების მინისტრის შეცვლას მიესალმება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის, გიორგი მარგველაშვილის გუნდის წევრობასთან დაკავშირებით.
“პრეზიდენტმა იცოდა ამ დაგეგმილი საკადრო ცვლილების შესახებ და ის ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას, პირიქით მიესალმება, თუ ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის განათლების სისტემას საქართველოში. რაც შეეხება პრეზიდენტის გუნდის წევრობაზე ხაზგასმას, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ მოგეხსენებათ, რომ თავად აღნიშნა, რომ ის არის ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრი,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები