პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოსცა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჩოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.
“კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები