გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველო – ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტის მოწვევის სურვილი გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან ჭანგ გაოლთან შეხვედრაზე გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის მრავალ წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების საჭიროება განიხილეს.
საუბარი შეეხო „ახალი აბრეშუმის გზისა“ და „აბრეშუმის გზის“ პროექტებში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.
მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, იმ მოლაპარაკებების მნიშვნელობა, რომელიც საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს.
ჩინური მხარე დაინტერესდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით – ენერგეტიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ჩინური მხარე მზადაა, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც ექსპორტის მაჩვენებელს გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები