გიორგი ვოლსკი: ახალი მინისტრი, თავისი მონაცემებით, რეფორმებისთვის უკეთესი იქნება

თამარ სანიკიძე არის ადამიანი, რომელმაც რეფორმების მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა, – ასე აფასებს დეპუტატი გიორგი ვოლსკი განათლების ყოფილი მინისტრის, თამარ სანიკიძის საქმიანობას.
მისი თქმით, ახალი მინისტრის დანიშვნა არანაირად არ აკნინებს იმას, რაც გააკეთა თამარ სანიკიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში.
„თამარ სანიკიძე არის ადამიანი, რომელმაც რეფორმების მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა იმ რეალური პროგრამის, ხედვის ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კარგა ხნის წინ წარმოადგინა. ახლა დაინიშნა ახალი მინისტრი, რომელიც თავისი მონაცემებით ამ რეფორმისათვის უკეთესი იქნება. ასე ჩათვალა მთავრობამ, ეს არანაირად არ აკნინებს იმას, რაც გააკეთა თამარ სანიკიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში”, – განაცხადა ვოლსკიმ. გიორგი კვირკაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები