სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა

კახეთში მოსულმა სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სტიქიამ, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფლებში – საბუე, შილდასა და ალმატში მოსავლის თითქმის 50% გაანადგურა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და მისი წარმომადგენლები ამ წუთებში სეტყვისაგან დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები