ბოლო 5 თვის განმავლობაში საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2016 წლის პირველი 5 თვის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და სულ 73,851 მგზავრი შეადგინა.
27 მაისიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით კვირაში სამის ნაცვლად ოთხი სიხშირით დაიწყო ფრენების შესრულება, ხოლო 4 ივნისიდან ფრენები კიევის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება.
2016 წლის სექტემბრის თვიდან აეროპორტში ბაზირებას მოახდენს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ და არსებულ ფრენებს დაემატება 7 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით. ესენია: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი (მემინგენი), მილანი, სალონიკი, სოფია და ლარნაკა. 10 მარტიდან ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია „სერვისეარი“. ამავე ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისების განხორციელება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები