ცხინვალში აცხადებენ, რომ თბილისისა და ნატოს დაახლოება რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

თბილისის დაჩქარებულმა სწრაფვამ ნატოსკენ შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ ჟენევის დისკუსიებში რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა განცხადებაშია აღნიშნული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის და რუსეთის სააგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა ცხინვალში გაიმართა.
„საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით წვრთნების გამართვა ცხინვალის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ეს საკითხი ჟენევის დისკუსიებზე იქნება განხილული და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები კვლავ მოითხოვენ თბილისსა და ცხინვალს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიები 14-15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები