თამაზ მეჭიაური: მე მგონი, ეს უკვე მეგობრული ვეტო უფრო იყო

პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის აზრით, „საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ჰქვია ვეტო ვეტოსთვის.
როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია ის, თუ გარკვეულ საკითხებზე მოხდება შეთანხმება და, სავარაუდოდ, ამ საკითზე შეთანხმება უკვე არსებობს.
“ისეთი კეთილი განწყობით იყვნენ პრეზიდენტის წარმომადგენელები და იქვე მთავრობის, რომ მე მგონი, ეს უკვე მეგობრული ვეტო უფრო იყო, ვიდრე რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მე მგონი, უკვე შეჯერებეულები არიან და ძალიან დიდი ალბათობით დავეთანხმები პრეზიდეტს. ამას ვეტო ვეტოსთვის ჰქვია და მეტი არაფერი. ალბათ, შეთანხმება მოხდა ისეთი, რომელიც ნაწილობრივ პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და ნაწილობრივ მთავრობის. მივესალმები იმას, თუ მოხდა გარკვეული შეთანხმება, რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანს სიტუაციას”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები