სოფელ ქერედან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა, სავარაუდოდ, მამაკაცი გაიტაცეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში 65 წლის აკაკი მისირელს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის საძოვრიდან ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე წყაროსთან გადავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ცხინვალიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.
ოჯახი ვარაუდობს, რომ იგი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.