“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”-ს ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი იხსნება

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი იხსნება.
განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მასშტაბით 60-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია.
მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას ერთ სივრცეში.
განახლებულ დეპარტამენტს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი ხვალ, 12:00 საათისთვის გახსნის. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გახსნა მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების ორგანიზებული სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობისთვის, განყოფილებაში მუშაობენ ექიმები , რომელთაც აქვთ გავლილი მომზადების სრული კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში „,- აღნიშნა კლინიკის ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა.
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც, თითქმის, ყველა ტიპის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი), 7 საოპერაციო დარბაზი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, სტაციონარი 80 საწოლზე, და ამბულატორიული განყოფილება მრავალფუნქციოური დიაგნოსტიუკური ცენტრით.
გარდა გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურებისა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, მედიცინის, თითქმის, ყველა დარგში ტარდება უნიკალური ოპერაციები.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები