ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაჩავას კლინიკამ ინოვაციური პროექტი წამოიწყო

ჩაჩავას კლინიკაში ბავშვთა საერთაშორისო დღე და ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნა. ახალშობილებსა და მომავალ დედებს ნინოობა და ბავშვთა საერთაშორისო დღე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირადად მიულოცა.
გარდა ამისა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კლინიკამ ინოვაციური პროექტი წამოიწყო. დღეიდან, ყველა მშობელს მობილურ ტელეფონში აპლიკაცია -“აცრების“ ჩამოტვირთვა შეუძლია.
ჩვილის მონაცემების შეყვანისას, აპლიკაცია საშუალებას იძლევა, მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როდის უწევს პატარას მომდევნო აცრა. აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, ვაქცინაცია კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ვაქცინაციის გართულების რისკთან შედარებით მძიმე ინფექციური ავადმყოფობით დაავადების რისკი გაცილებით მაღალია. ჩაჩავას კლინიკა ყველა მშობელს ურჩევს, პატარებს აცრები დროულად გაუკეთონ და 12 უმძიმესი დაავადებისგან იხსნან.
13318824_1095186767191868_1895324469_n 13335315_1095186773858534_80598847_n 13342015_1095186780525200_208763638_n 13318988_1095186770525201_404177457_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები