ე.წ. სამხრეთ ოსეთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს პასუხობს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მისი ბედის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შეუძლიათ“.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 2017 წელს გაიმართება.
ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთთან ერთად, რაც სუვერენიტეტის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებებმა აქტუალობა 24 წლის წინ დაკარგა. ამავე განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების მიზანია საკუთარი უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები