ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი 10 ივლისს გაიმართება
ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი 10 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. შესაბამისი განკარგულება ხაჯიმბამ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისცა. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება „სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით“ მიიღო. ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგისთვის მზად არის და მისი არ ეშინია. ამასთანავე, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვების დროს ზოგიერთი ადამიანი შეცდომაში იყო შეყვანილი.