თარაშ შურღაიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა წევრმა თარაშ შურღაიამ დიდუბის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად, დიღმის მასივსა და დიდუბეში მცხოვრებ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა ბავშვთა დაცვის საერაშორისო დღე პატარებთან ერთად აღნიშნა და დიღმის ტყე-პარკში სპეციალურად მათთვის დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სადაც ბავშვებისთვის გასაბერი ბატუტი და ატრაქციონები დამონტაჟდა, პარალელურად, ანიმატორებისა და ჯამბაზების მონაწილეობით გასართობი კონცერტი გაიმართა და ყვავილებისა და წიგნების ფესტივალი მოეწყო. დღესვე პატარებმა კაბრიოლეტი-ავტობუსებით გაისერნეს. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები