,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მზრუნველობამოკლებულ და დევნილ ბავშვებს მიულოცეს

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ და ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, დეპუტატთა და აპარატის თანამშრომელთა სახელით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და კომპანია „GINO-Paradises” სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსისაგან სპეციალურად ამ დღისათვის შეძენილი სასაჩუქრე ბარათები გადასცეს საქველმოქმედო ფონდ ,,ჩემი სახლის“ დღის ცენტრის მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შიდა ქართლის 6 სოფელში: მოხისში, ახალსოფელში, აგარაში, სურამში, ქარელსა და თიღვაში ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს, რომლებმაც ინტელექტუალური თამაშების კონკურსში გაიმარჯვეს.
1 ივნისს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ დასაჩუქრებული ბავშვები დაესწრებიან თბილისის ზღვაზე, „GINO-Paradises” ეგიდით გამართულ კონცერტს და მონაწილეობას მიიღებენ მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები