სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ პრეზიდენტებს ადგილზე მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვით გამოწვეული პრობლემები და ოკუპაციის შედეგები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები