საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. პრეზიდენტები ადგილზე არსებულ სიტუაციას ეცნობიან. გიორგი მარგველაშვილი და ანდრეი კისკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ვანიშვილების ოჯახს შეხვდნენ.
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 30 მაისს ჩამოვიდა.