“რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხებზე მსოფლიო კონგრესი გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ “ქიმიური, ბიოლგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი” გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვახტანგ გომელაურთან ერთად, მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო.
საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ტარდება და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-მდე დელეგატი ესწრება, სადაც ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობის, ინციდენტების შედეგების მართვის და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირების ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ქბრბ პოლიტიკის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მსოფლიო კონგრესს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დირექტორი და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები