მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნას ეხმაურება: ეს არის თვითორგანიზებული ღონისძიება
ეს არის თვითორგანიზებული ღონისძიება, ამიტომ მას ვერ ექნება ვერანაირი მხარდაჭერა ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნას.
„თვითონ სახელი ჩემპიონატის არის – თვითაღიარებული ქვეყნების ტერიტორიების ჩემპიონატი. ეს ხაზს უსვამს, იმას რომ ეს არის თვითორგანიზებული ღონისძიება, ამიტომ მას ვერ ექნება ვერანაირი მხარდაჭერა ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არაღიარებულ ქვეყნებს შორის, ფეხბურთში რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატი გახსნა. ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.