ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნას ეხმაურება: ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული ტურნირი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნას ეხმაურება. ციხელაშვილი განმარტავს,რომ ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული საფეხბურთო ტურნირი.
„ეს არის კერძო ინიციატივა და ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული საფეხბურთო ტურნირი. ფეხბურთის ფედერაციას აქვს კომუნიკაცია „ფიფასთან“ და საქმის კურსშია. მათი პოზიცია ცხადია, რადგან „ფიფა“ და „უეფა“ არ აღიარებს ამ ერთეულებს და აქ ცალსახა პოზიცია აქვთ მათაც. ეს ინფორმაცია ჩვენ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, არის და საქმის კურსში არიან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არაღიარებულ ქვეყნებს შორის, ფეხბურთში რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატი გახსნა. ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები