რაულ ხაჯიმბა: ვერავინ შეძლებს საერთაშორისო საზოგადოებისგან ჩვენს იზოლირებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არაღიარებულ ქვეყნებს შორის, ფეხბურთში რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატი გახსნა და სიტყვით გამოვიდა.
“ჩვენ შესანიშნავი მოვლენის მომსწრენი ვართ. მოხარული ვარ, მივესალმო ჩემპიონატის მონაწილეებს. ჩვენი გუნდი ემზადებოდა, რათა ღირსეული შედეგი აჩვენოს. ჩვენი სული – ჩვენი ხალხია, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებას. აფხაზეთი სტუმართმოყვარე და ღია ქვეყანაა”,- აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას