ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განადგურებულია ნათესები. მოსახლეობა აცხადებს, რომ ზარალი საკმაოდ სერიოზულია. ისინი დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ადგილობრივ გამგეობაში სტიქიის შესახებ ინფორმირებულები არიან და დღეიდან შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ზარალის დათვლაზე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები