ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული რესპუბლიკების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთში არაღიარებული რესპუბლიკების ჩემპიონატი გაიმართება. ის 29 მაისს დაიწყება. საფეხბურთო ჩემპიონატში არაღიარებული აფხაზეთის, ლაპლანდიის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიის, რეციის, სომალილენდის, სეკეის, იაპონიაში კორეელების ერთობის და დასავლეთ სომხეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩემპიონატო სოხუმსა და გაგრაში გაიმართება. როგორც სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება, მას „ფიფას“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებას 120-მდე ჟურნალისტი გააშუქებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები