მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს (ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, სამაშველო ღონისძიების შედეგად, თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს.
როგორც ”კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარებას საჭიროებდა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი.
ღონისძიებაში ჩაერთო შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა მწყემსი მალევე იპოვეს და ხევიდან უვნებლად ამოყვანეს. მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები