„პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე“

პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე, 25 წელია, ამ სფეროში ვარ და ეს არ მომხდარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. „აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია, მასზე, სამწუხაროდ, არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია და, ბუნებრივია, ჩვეულებრივი ნორმების ფარგლებში ვერ მოხდება მართლმსაჯულების განხორციელება, მოძიება, პროკურტურის საქმიანობა, სასამართლო არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას და გამოძიებაც, აქედან გამომდინარე, ვერ იქნება სრულყოფილი. ამიტომ ვფიქრობ, პროცესს უფრო პოლიტიკური ხასიათი ექნება, ვიდრე – სამართლებრივი“,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მაქსიმალურად უნდა მივაღწიოთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის მოძიება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები