იან კელი იმედოვნებს, რომ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია გახდება ცნობილი

საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი იმედოვნებს, რომ გალის დღევანდელ შეხვედრაზე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ნათელი მოეფინება და ცნობილი გახდება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია დამნაშავეების დასჯის შესახებ.
“კმაყოფილებით შეგვიძლია ვისაუბროთ იმ საკითხზე, რომ ინციდენტების და მათზე რეაგირების ფორმატი ოთხი წლის შემდეგ აღდგა და იმედი მაქვს, რომ ამ დიდი ინტერვალის შემდეგ რეგულარული იქნება ასეთი შეხვედრები. საზარელი მკვლელობის ფაქტი დღეს არის დღის წესრიგის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იმედია, რომ ნათელი მოეფინება ამ საქმეს და მოვისმენთ ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეხედულებას ამ საკითხზე, თუ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები