რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები გამართეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. წვრთნები ნაღვალოუს სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. პოლიგონზე შედგა საბრძოლო სროლები საშტატო შეიარაღებიდან და სამხედრო ტექნიკიდან – გამოყენებული იყო ყუმბარმტყორცნები, ავტომატური იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები, 120- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები, ასევე 122-მილიმეტრიანი ჰაუბიცები“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ სამხრეთ სასაზღვრო ოლქში.
წვრთნების დროს სამხედრო მედიკოსების ვარჯიშიც გაიმართა, რომლებმაც „ბრძოლის ველიდან“ „დაჭრილების“ ევაკუაცია განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები