ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რეფერენდუმი გადადო

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლისთვის გადადო. ამის შესახებ გამოცემა „მედუზას“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განუცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება მიმდინარე წლის აგვისტოსთვის იგეგმებოდა. რეფერენდუმზე იგეგემებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციისადმი პირდაპირი მიმართვის უფლება ექნებოდა გაწევრიანების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები