ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული ფორმატი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები უკვე გალში არიან. მოლაპარაკებებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე აწარმოებენ.
მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე სავარაუდო მკვლელის დაკავების საკითხი დადასტურდება და დამნაშავე დაისჯება.