აშშ ცხინვალის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ არ აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ არცერთ ქმედებას, რაც სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ განახორციელა“, – განაცხადა ტონერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა და ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს. მარკ ტონერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები