ვახტანგ გომელაური: გვაქვს ინფორმაცია, რომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაკავებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დაკავებულია.
„დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ ზუსტად ასეა, მაგრამ ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულია ეს ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. რამდენს მიუსჯიან, ამას უკვე სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს ე.წ. სასაზღვრო – გამშვებ პუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს დაკრძალეს.