ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, განგაში გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ იუწყება. განგაში სამხრეთ სამხედრო ოლქში წვრთნების ფარგლებში გამოცხადდა. ნაღვალოუს პოლიგონამდე 150- კილომეტრიან მარშში 500-მა მოტომსროლელმა და 100-მდე ერთეულმა ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა. პოლიგონზე საბრძოლო სროლები ჩატარდება.