საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

 საქართველოს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოლვიტა აბოლტინა ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს შეხვდება, ასევე გამართავს შეხვედრებს: საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. დღესვე ის საქართველოში ლატვიის საკონსულოს გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე საქართველოს პატრიარქსაც შეხვდება. ასევე, გაემგზავრება კახეთში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში. ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების (NB8) საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები