სოხუმში წყალდიდობამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა
სოხუმში მდინარე ბასლას ადიდების შედეგად რამდენიმე ქუჩის მკვიდრი დაზარალდა. სტიქიური უბედურების შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ერთ-ერთი სახლის მკვიდრმა, დიმიტრი ლომიამ აცნობა.
„წყალდიდობა აქ ყოველ წელს ხდება. მდინარის ხეობა ნაგვით არის სავსე და წყალი ვერ გადის. მდინარის ადიდების შემდეგ ჩვენ კომპანსაციებს ვიღებთ, მაგრამ არა რეგულარულად“, – განაცხადა ლომიამ.
მისი თქმით, ადრე მდინარის ხეობას ხუთ წელიწადში ერთხელ ასუფთავებდნენ. წყალდიდობის მიზეზი კოკისპირული წვიმები გახდა.