რასმუსენი: ნატო-ს გაფართოების პროცესი გაგრძელდება

  “ნატო-ს გაფართოების პროცესი გაგრძელდება”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გერმანულ გამოცემა “ველტთან” ისაუბრა.
მისივე განმარტებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციაში შესვლა ჩვენი დროის შთამბეჭდავი წარმატებაა, თუმცა ნატო-ს ამოცანა ამ დრომდე მიღწეული არ არის.
რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობები გაძლიერდება. მისი თქმით, ყველა იმ ევროპულ ქვეყანას, რომელიც მზად არის ალიანსის პრინციპების დაცვით თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებში წვლილის შესატანად, შეუძლია კვლავაც მიმართოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს წევრობის მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები