„ქართული ოცნება“ კორცხელის ინციდენტის მონაწილეთა ვინაობას ასახელებს

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პირები დაასახელა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოაწყვეს პროვოკაცია.
„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოკერიას პარტია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ხელწერა.
ბოკერიას კლანმა მიშას კლანზე რომ გაიმარჯვა, ეს ვაშაძის წასვლითაც დადასტურდა. ვაშაძე წარმოადგენდა მიშას მხარდამჭერთა ჯგუფს. ნაცების პირველი ათეულითაც გამოჩნდა, რომ ბოკერია არის იქ ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები. მისმა კლანმა საბოლოოდ გაიმარჯვა ამ პარტიაში.
დღეს არჩევნები ტარდებოდა ბევრგან, მაგრამ დაპირისპირება მოხდა იქ, სადაც იყო ბოკერია და მისი ჯგუფი.
ესაა მისი ხელწერა – პროვოკაციები, რაშიც აქვს დიდი გამოცდილება. მიშას პარტია გადაიქცა ბოკერიას პარტიად, თუმცა სტილი იგივეა.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციების მოწყობა. გიგა ბოკერიას ზონდერ ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ჟურნალისტებს, ასე ადგილობრივ მოსახლეობას.

მინდა, წარმოგიდგინოთ ზონდერ ჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის მეთვალყურეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიგა ბოკერიას მითითებით არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

1. რუსლან შამახია – სამეგრელოს კუდის ყოფილი უფროსი 2. ვლადიმერ სხულუხია – თავისუფალი ზონის წევრი, 2012 წლამდე მუშაობდა ზუგდიდის საკრებულოში. 3. თენგიზ ჭანია – ზონდერი 4. ანრი ბიჭინოვი 5. ილია მარტყოფიშვილი 6. ირაკლი ჭანტურია 7. თეიმურაზ ლუტიძე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები