დავით ზალკანიანმა ნიუ-იორკში შეხვედრები გამართა

16-21 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს 50 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.
დავით ზალკალიანმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრებზე საუბარი შეეხო გაეროში დაგეგმილ ღონისძიებებს და ორგანიზაციის სამუშაო პროგრამაში საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის საქართველოს გეგმებს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გაიმართა გაეროს სამდივნოს წარმომადგენლებთან, სადაც გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები