დავით კოღუაშვილი მალე ახალ განცხადებას გააკეთებს

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი ძალიან მალე ახალ განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კოღუაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიც განიხილეს.
”ძალიან მალე მოისმენთ განცხადებას დავით კოღუაშვილისგან”, – განაცხადა ჭკუასელმა და დასძინა, რომ ,,ქართული ოცნების” ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები