გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებს ხვდება. შეხვედრა ,,ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს. მას ვიცე- პრემიერი, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრება.
,,ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, შეხვედრა მიმდინარე საკითხებს შეეხება, მათ შორის, მათივე განმარტებით, საპარლამენტო მუშაობისა და საარჩევნო საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
პარლამენტართა ნაწილის ინფორმაციით, შესაძლოა, იმსჯელონ საარჩევნო სიებზეც. დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლოა, განიხილონ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
,,ქართული ოცნების” ოფისში არ გამოჩენილან პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი სახეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები