ეკა ბესელია: კოჟორიძის დღევანდელმა განცხადებამ გამაოგნა

კახა კოჟორიძის დღევანდელმა განცხადებამ გამაოგნა – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თაობაზე გაკეთებულ მორიგ განცხადებას გადაცემა “2030” – ში საუბრისას.
“კოჟორიძის დღევანდელმა განცხადებამ გამაოგნა. ეს კოჟორიძის მორიგი არაკორექტული გამონათქვამია. რას ნიშნავს, რომ პარლამენტი რაღაცას აფუჭებს?! ან რას ნიშნავს მშობლის საქმის კურსში ჩაყენება?! უკაცრავად, მაგრამ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და კოჟორიძეს ვეკითხები, საქართველოს მშობელი ვინ არის?! ჩვენ პატივს ვცემთ ვენეციის კომისიას და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ვეკითხებით, მაგრამ მშობელი რა შუაშია?!”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები