მიხეილ ჯანელიძე: ხურჩაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში ევროკავშირის მონიტორინგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების პროცესში ევროკავშირის მისია ჩაერთო.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მომხდარს შესაფერისი შეფასება მიეცეს.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, თანავუგრძნო ყველა მის მეგობარსა და ახლობელს, ამ ტკივილს არაფერი შეავსებს. საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს შესაბამისი შეფასება, ასევე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდეს და ყველა დამნაშავე იყო დასჯილი. ჩვენ ევროკავშირის მონიტირინგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ ამ პროცესში, ასევე ჩავრთეთ ყველა ის საერთაშორისო ფორმატი და ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე იმისათვის, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოყვეს ამ ფაქტს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები