ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო

ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან მიიღო. „ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონთან და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში – 10 დღეში “, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები