აფხაზეთის ე.წ საზღვარზე მომხდარი მკვლელობის დეტალები – “ჯერ მიწაზე დააგდეს შემდეგ მუცელში ესროლეს”…

“კვირამ” აფხაზეთში მოკლული, გალის რაიონის სოფელ ბაღების მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკ13227047_1355691681113485_3859906312299717392_nვლელობის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვება შეძლო. როგორც”კვირას” სარწმუნო წყარომ უამბო, 30 წლის ოთხოზორიას ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ლოგინად ჩავარდნილი მამა ჰყავდა. ოჯახი ქალაქ ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. გარდაცვლილს მანქანა ყავდა და თავს ასე ვთქვათ ტაქსაობით ირჩენდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილს გამშვებ პუნქტზე, მესაზღვრესთან კონფლიქტი მოუვიდა, მიზეზი უცნობია, არ დასტურდება ის ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს საზღვარზე სხვა ადამიანის გადაყვანა სურდა. სიტყვიერ დაპირისპირებას მალე ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ოთხოზორია იქვე ხალხის თანდასწრებით მოკლეს, ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, არსებობს ვიდეო, სადაც მასზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ახდენენ ჯერ მიწაზე აგდებენ, შემდეგ მუცელში ურტყამენ და ბოლოს საკონტროლო გასროლასაც ახორციელებენ. “კვირასთან” საუბრისას წყარომ ვერ დააკონკრეტა თუ ვინ მონაწილეობდა ქართველის მკვლელობაში და იყო თუ არა ის მარტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები