საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 4 პარტია უკვე დარეგისტრირდა

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის ცესკოს 14-მა პარტიამ მიმართა, რომელთაგან 4 უკვე რეგისტრირებულია, დანარჩენები კი, რეგისტრაციის პროცესში არიან.
უკვე დარეგისტრირდნენ პარტიები: “სახალხო ხელისუფლება”,”დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის” ,”ზვიადის გზა – უფლის სახელით” და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”.
რეგისტრაციის პროცესში არიან შემდეგი პარტიები: “საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები” (ივანე წიკლაური), “საქართველო”, პარტია “ჩვენი სამშობლო”, “მშრომელთა სოციალისტური პარტია” , “სახალხო პარტია” ,”უპირველეს ყოვლისა, გადავარჩინოთ საქართველო და ქართველები”, “ევროპელი დემოკრატები”, “საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია”, “საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია” , “კვარაცხელია – სოციალისტები”.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები