პრეზიდენტისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ეროვნული ფორუმის“ არათანმიმდევრული დამოკიდებულება გაუგებარია

პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდება მოწოდება, თუ როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ განაცხადა, რითიც „ეროვნული ფორუმის“ ბოლო განცხადებაზე, რომელიც ე. წ. კაბელების საქმეს ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გაახმაურა.
„გავიხსენებ გუბაზ სანიკიძის განცხადებას, მოკლე მეხსიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისას აღნიშნა. დიახ, არ უნდა გვქონდეს მოკლე მეხსიერება და ჩვენ – ყველას გვახსოვს „ეროვნული ფორუმის“ პოზიციები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე ხმის მიცემა პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით, რომელთა სისწორეში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა. ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდება მოწოდება, თუ როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, პრეზიდენტისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაინახა „ეროვნულმა ფორუმმა“ მხოლოდ ახლა პრობლემები სასამართლო სისტემაში, მაშინ, როდესაც „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია სრულიად საპირისპირო პოზიციები “, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ “კაბელების საქმეს“, როგორც ეკატერინე მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს საქმის მიმდინარეობას, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.
„პრეზიდენტი ვერ წაართმევს სასამართლოს მართლმსაჯულების სრულად განხორციელების უფლებას, თუმცა ხედავს რა, რომ კაბელების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები, პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას. პრეზიდენტი ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტია, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა წლების განმავლობაში“, – აღნიშნა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები