ირაკლი კობახიძე: გერმანულ მოდელზე საუბრისას, კონკრეტული ადამიანები კვალიფიკაციის დეფიციტს ავლენენ

გერმანულ მოდელზე საუბრისას, კონკრეტული ადამიანები ავლენენ კვალიფიკაციის დეფიციტს სამართლის სფეროში და როდესაც ამაზე კეთდება მინიშნება, ბუნებრივია, ეს მათ გაღიზიანებას იწვევს, -ასე უპასუხა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს ეწინააღმდეგება.
„კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის, რაც არაერთხელ ვთქვი- რეალურად, გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება პირდაპირ კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. 150 არ უდრის 77-ს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ერთმნიშვნელოვნად, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 77 დეპუტატი. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, გერმანული სისტემის თანახმად, 150-ივე მანდატი ითვლება პროპორციული სისტემით. ეს არის პრინციპული განსხვავება და, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გარეშე შეუძლებელია გერმანული მოდელის შემოღება“,-დასძინა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები