გიორგი კვირიკაშვილი: დავით კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა

სამწუხაროა, რომ დავით კოღუაშვილმა ორიოდ დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ახალი სახის, დავით კოღუაშვილის განცხადებების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, დავით კოღუაშვილი მისი მეგობარია და არ განიცდის დადებით დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
„დავით კოღუაშვილი ჩემი ახლო მეგობარია, მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელსიუფლების მიმართ. თუმცა, უნდა ვთქვა – სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც კოღუაშვილმა პარტიის ახლანდელი და უკვე შესაძლო ყოფილი წევრების მიმართ გააკეთა.
„მე თვითონ პირადად ძალიან ვუფრთხილდები, რომ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო, ან გული ვატკინო ჩვენს ყოფილ და დღევანდელ თანაგუნდელებს. დღეს არის ეს განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითეულს გავუფრთხლედ, დავითის განცხადება იყო საკმაოდ დაუფიქრებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები